
ახალი ამბები
სახალხო დამცველი არჩევნების წინ პარლამენტს თანამშრომლობის გააქიურებას სთავაზობს
(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით თანამშრომლობას სთავაზობს პარლამენტსა და ცალკეულ ფრაქციბს.
“როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ მზადება ადრე დაიწყო და ამან საშიში სახე მიიღო საზოგადოებისთვის. ამის გამო უნდა დაჩქარდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და პარტიებს შორის კონსესუსის მიღწევა იმ საკითხებზე, რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა დღეს პარლამენტის სხდომაზე.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარებამდე სერიოზული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.