skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს

(თბილისი, 21 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 19-20 თებერვალს ჟენევაში გაეროს გერენალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და მას ქართული და აფხაზური მხარის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 30 იანვარს მიღებული რეზოლუციის მიხედვით გაიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ “კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის ჩიხიდან (კერძოდ, აფხაზური მხარე უარს აცხადებს ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” განხილვაზე სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებების განაწილების შესახებ) გამოსაყვანად გაეროს გენერალურმამდივანმა უნდა მოიწვიოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა არაოფიციალური შეხვედრა შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button