ახალი ამბები

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ჰააგაში 200 ტომიანი დოკუმენტაციის გაგზავნმას აპირებს

(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამაზ ნადარეიშვილი უახლოეს პეროიდში ჰააგის სასამართლოში 200 ტომიანი დოკუმენტის წარდგენას აპირებს, სადაც დეტალურად არის დადასტურებული აფხაზების მიერ 7000 ქართველი მშვიდობიანი მოსახლის გენოციდის ფაქტები 1992-93 წლების ომის პერიოდში.

ამის შესახებ მან პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ამ დოკუმენტს განიხილავს და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანს.

თამაზ ნადარეიშვილმა დეპუტატებისგან ამ საკითხში მხარდაჭერა ითხოვა.

3 თებერვალს თავის რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ გამორიცხა, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში სარჩელს შეიტანს ვლადისლავ არძინბასა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ კონფლიქტის პერიოდში ქართველთა გენოციდის ბრალდებით.

Back to top button