ახალი ამბები

უკანონო მშენებლობები თბილისში

(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 300-მდე ობიექტის მშენებლობა უკანონოდ მომდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ყველა მშენებარე ობიექტი შეამოწმა და დაადგინა, რომ უმრავლესობის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და მშენებლობის წარმოების უფლება.

“ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ 20-მდე საქმე სასამართლოს გადაეცა განსახილველად”, – განაცხადა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, ასევე შეჩერდა მშენებლობა 9 აპრილის სახელობის ბაღში, სადაც 5 სართულიანი სახლი შენდებოდა.

არქიტექტურის სამსახური მომავალშიც აპირებს თბილისში მიმდინარე მშენებლობების შემოწმებას და მათი კანონიერების დადგენას.

Back to top button