
ახალი ამბები
ერთ რუსულ ქვედანაყოფს საქართველოდან სომხეთში გაიყვანენ
(თბილისი, 21 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სამხედრო კავშირგაბმულობის ბატალიონი 20 დეკემბერს საქართველოდან სომხეთში გადაიყვანეს, რომელიც გიუმრიში დაიდებს ბინას.
შეთანხმება რუსული ქვედანაყოფის მეზობელ სომხეთში გადაყვანის თაობაზე მიღწეული იქნა ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტების შეხვედრაზე თბილისში 11 დეკემბერს.
16 დეკემბერს საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა პროტესტი გამოთქვა სომხეთში რუსული შეიარაღებების გატანის გამო და განაცხადა, რომ ეს რეგიონში სტაბილურობას დაარღვევს.