
ბოიკოტის თაობაზე შევარდნაძე წინასწარ ინფორმირებული არ იყო
(თბილისი, 21 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სატელეფონო სუბრისას პრეზიდენტმა მას შეატყობინა, რომ სახელიფუფლებო ფრაქციების მიერ პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე იგი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
“მე მსურს, რომ პრეზიდენტის მჯეროდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
5 სახელისუფლები ფრაქციის მიერ პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შედეგად კანონმდებლებმა ვერ შეძლეს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყება.
მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ვიტალი ხაზარაძემ 19 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოიკოტი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის წინადადების იგნორირება მოახდინეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 20 დეკემბერს დაასკვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, მაგრამ ამ დადგენილების დამტკიცება ვერ მოხერხდა კვორუმის არარსებობის გამო.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინადადების განხილვა დაგეგმილი იყო 20 დეკემბრისთვის, ხოლო რადგანაც ბოიკოტი 19-ში გამოცხადდა, ბრალდებები მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლოა.
მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვის ჩავარდნაზე პასუხისმგებლები არიან მთავრობა და სახელისუფლებო პარტიები.
“სახელმწიფო მინისტრმა უნდა განმარტოს, რატომ უშლის მოქალაქეთა კავშირი პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიქნობას ხელს”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.