
იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
დათომ ,,საქართველოს პოზიტიური ჯგუფი”, ერთი წლის წინ სწორედ შიდსთან ბრძოლის მიზნით ჩამოაყალიბა და გარშემო შიდსით ინფიცირებულები შემოიკრიბა. შიდსათან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველ 1 დეკემბერს აღინიშნება, ის ენთუზიაზმით ხვდება. დათოს სჯერა, რომ კაცობრიობა შიდსის ვირუსს აუცილებლად დაამარცხებს. გაეროს შიდსის სააგენტოს მიერ მომზადებულ 2002 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. შიდსთან საბრძოლველად საქართველოსა და ყოფილი საბჭოურ ქვეყნებს ფინანსური საშუალებები არ აქვს. საქართველოში შიდსით დაინფიცირებული პირველი პირი 1989 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ, საქართველოს შიდსის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 52 ადამიანი გარდაიცვალა. შიდსის ცენტრმა დღემდე 361 ინფიცირებული გაატარა რეგისტრაციაში. აქედან 313 მამაკაცია. რეგისტრირებულთა 70 პროცენტი ნარკოტიკების გამოყენებისას დაინფიცირდა. 29 პროცენტი _ სქესობრივი გზით, 0,5 პროცენტი კი _ მემკვიდრეობით. მხოლოდ სამი შემთხვაა გამოვლენილი შეუმოწმებელი სისხლით დაინფიცირებისა. ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა ორგანიზაციები განსხვავებულ მონაცემებს ასახელებენ. ,,ჯანადაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების კოეფიციენტებით რომ ვიანგარიშოთ, დღეს საქართველოში შიდსით დაინფიცირებულთა რიცხვი 10-ათასამდე იქნება, მაგრამ შიდსის ცენტრის დაკვირვებით, 1500 ინფიცირებულზე მეტი არ არის” _ ამბობს ,,სივილ ჯორჯიასთან” საუბარში შიდსის ცენტრის ექიმი ქეთი სტვილია. განსხვავებულ მონაცემებს ასახელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ,,საქართველოს პოზიტიური ჯგუფის” მიხედვით, საქართველოში 4-5 Aათასი ინფიცირებულია. ,,ჩვენი ორგანიზაციის გამოკვლევებით, საგანგაშო მაჩვენებლები მივიღეთ. თუმცა, უფრო საგანგაშო ის არის, რომ შიდსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ სახელმწიფოსგან საკმარის ფულს არ ვიღებთ,” _ აცხადებს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დათო ანაიაშვილი. შიდსის ცენტრის ექიმი ქეთი სტვილია აცხადებს, რომ ძვირადღირებული მკურნალობა 30 ინფიცირებულს სჭირდება, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფომ შიდსთან საბრძოლველად მხოლოდ 400 ათასი ლარი (190 ათასი დოლარი) გამოყო, მხოლოდ 6 ადამიანი მკურნალობს. ,,ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ფული მხოლოდ სამკურნალოდ დავხარჯოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდსთან დაკავშირებული სააგიტაციო მუშაობა. ადრე სახელმწიფო დაფინასების გაზრდას დაგვპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა,, _ აცხადებს სტვილია. საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერით შიდსთან ბრძოლის ნება გამოხატა. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე საბიუჯეტო-საფინანსო მდგომარეობის გამო, მთავრობამ შიდსთან ბრძოლის პროგრამების დაფინასება ვერ შეძლო და მდგომარეობა თითქმის უკონტროლო გახადა. ,,კიდევ კარგი, უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფარგლებში მაინც, UშAID, გაეროს ბავშვთა ფონდი და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია გვეხმარება, თორემ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან მძიმე იქნებოდა” _ აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ლობჟანიძე. ის უკმაყოფილოა იმით, რომ შიდსთან საბრძოლველ პროგრამებს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავენ, დაუფინასებლობის გამო სათანადო განხორციელება არ უწერია. ინფიცირებულები საკუთარი თავის ამარა რჩებიან. თითოს მკურნალობა წელიწადში 12 ათასი დოლარი სჭირდება, მაგრამ, უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს. თავად დათო ანაიაშვილს იტალიელები ეხმარებიან. ის წელიწადში ორჯერ სამკურნალოდ იტალიაში მიდის ხოლმე. დათომ მკურნალობის დაწყების შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანება. შიდსთან მებრძოლი ორგანიზაციების წლევანდელი მოწოდებაა ,,იცოცხლე და ნება მიეცი, იცოცხლოს”. საქართველოში ამ მოწოდებას პატიოსნად იცავენ. უფრო მეტიც, საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა დევნის შემთხვევა არ გამოვლენილა. დათო ანანიაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოების შემწყნარებლობის მიუხედავად, სახელმწიფო შიდსით დაინფიცირებულთა მიმართ მაინც გულგრილი რჩება. ბობა ჩანადირი, სივილ ჯორჯია“6 წელია შიდსით ვარ დაინფიცირებული და ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ სიცოცხლეზე ხელს ხომ არ ჩავიქნევ? ცხოვრება მშვენიერია,” _ ამბობს ,,სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს პოზიტიური ჯგუფის” ხელმძღვანელი დათო ანანიაშვილი, რომელიც შიდსით ნარკომანობით დაინფიცირდა.