ახალი ამბები

ეუთო-ს მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა საქმეების უმაღლესი კომისარი როლფ ეკიუსი.

ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრებს, ასევე საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსან წარმომადგენლებს შეხვდება.

როლფ ეკიუსი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ინტეგრაციის პრობლემებს მიეძღვნება.

ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი საქართველოში უკვე იმყოფებოდა ამ წელს თებერვლის თვეში და სამცხე-ჯავახეთსაც ეწვია.

Back to top button