
ახალი ამბები
ანტიკორუფციული საბჭო უფლებებს იფართოვებს
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კახა უგულავას ინიციატივით საბჭოს უფლებებს იფართოვებს.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე კახა უგულავას ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ უგულავას შემოთავაზებას მხარი დაუჭირა.
ანტიკორუფციულ საბჭოს სახელმწიფო მოხელეების მიერ გადახდილი გადასახადების შემოწმების უფლება ეძლევა.