
საქართველო გაეროს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში გააქტიურებას თხოვს
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გაერსო გენერალური მდივნის თანაშემწე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარი გენო საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა. პარლამენტარებმა შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გაეროს პასიური როლის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. “ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ვუჭერთ მხარს,” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და იქვე დასძინა რომ მშვიდობიანი მეთოდები რაც დრო გადის უფრო და უფრო უნაყოფო ხდება. “გაეროს წარმომადგენლის ვიზიტამდე რამოდენიმე დღით ადრე სეპარატისტებმა გალიდან რამოდენიმე ქართველი მშვიდობიანი პირი გაიტაცეს. ეს ფაქტი მოწმობს რომ გაერომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს,” განაცხადა ვიცესპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ.