ახალი ამბები

თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში

(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, აშშ-ში ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-სა და რუსეთთან უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე კონსულტაციების ფარგლებში მიმდინარეობს.

ახლახანს თედო ჯაფარიძე ანალოგიური ვიზიტით მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც, პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებზე ძირითადად პანკისში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

შევარდნაძის ინფორმაციით, უახლოეს დროში კვლავ იგეგმება ჯაფარიზის ვიზიტი მოსკოვში.

Back to top button