
ახალი ამბები
გამტაცებლები შოუს მილიონ დოლარს თხოვდნენ
(თბილისი, 8 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “გამტაცებლებმა მითხრეს ორი მილიონი დოლარი გადამეხადა,” განაცხადა პიტერ შოუმ 7 ნოემბერს ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე.
მისი თქმით მოგვიანებით გამტაცებლები აიძულებდნენ მას მიეწერე ოჯახისთვის და 1 მილიონი დოლარი ეთხოვა. “მე ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მქონდა,” აცხადებს შოუ.
მისი თქმით გამტაცებლები, თავდაპირველად, მას საქართველოს ერთი ნაწილიდან მეორეში გადაყავდათ.
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მტკიცებით პიტერ შოუს 6 ნოემბერს ჩატარებული სპეციპერაციის შედეგად გაანთავისუფლეს.