ახალი ამბები

გავლენიან გუბერნატორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ნოემბერს იმერეთის გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილიმა განაცხადა, რომ იგი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

თემურ შაშიაშვილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი რეგიონის – იმერეთის გავლენიანი გუბერნატორია.

პრეზიდენტ შევარდნაძის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2005 წელს იწურება.

Back to top button