
ახალი ამბები
ჟვანია მზად არის არჩევნებში გამარჯვებისთვის
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მთავრობის შეცვლა. ჩვენი პარტია მზად არის ამ მთავრობის მშვიდობიანად შესაცვლელად. ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას როგორც საპარლამენტო, ისევე საპრეზიდენტო არჩევნებში”, – განაცხადა პარტია გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 1 ნოემბერს პარტიის ნაციონალურ კონვენტზე გამოსვლისას.
ფორუმში, რომელიც სპორტის სასახლეში ჩატარდა, პარტიის 10 ათასამდე წევრი და მხარდამჭერი მონაწილეობდა.
ჟვანიამ განაცხადა, რომ პარტიის ძირითადი პრიორიტეტები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში წესრიგის დამყარება. “ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ამოცანებს შევასრულებთ”, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.