
ახალი ამბები
ევროსაბჭოს დელეგაცია პანკისს ეწვია
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზით იმყოფება. ვიზიტის მიზანი პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შემოწმებაა. დელეგაციაში შედიან 8 ევროპული ქვეყნის დეპუტატები. მათ შორის არიან ქართველები და რუსები. 31 ოქტომბერს ევროსაბჭოს დელეგაცია პანკისის ხეობაში გაემართა, სადაც ქართველ სამართალდამცველებს შეხვდა. ქართველი და რუსი დეპუტატები სექტემბერში გამართულ ევროსაბჭოს სხდომაზე ხეობაში არსებული ვითარების ერთობლივად შემოწმებაზე შეთანხმდნენ. ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე უშიშროების, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.