
ახალი ამბები
საქართველოში დაკავებული სირიელი წინასწარი პატიმრობიდან თავისუფლდება
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 29 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბერში საქართველო-რუსეთის საზღვართან ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული სირიის მოქალაქე 3 ოქტომბერს საქართველოდან გაუსვლელობის ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს. სირიის მოქალაქე სამ შეიარაღებულ პირთან ერთად დააკავეს. ორ მათგანს საფრაგეთის პასპორტები აღმოაჩნდა, ხოლო ერთს – რუსეთის. ყველა მათგანს ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ ტარება. 27 სექტემბერს სასამართლომ ოთხივე კანონდამრღვევს, რომლებიც საქართველოდან რუსეთში გადასვლას ცდილობდნენ, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.