ახალი ამბები

რუსეთი თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის გაუქმებას ითხოვს

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ გუდევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დახუროს თბილისში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის წარმომადგენლობა.

“ჩეჩნეთის წარმომადგენლობის მეშვეობით ჩეჩენი ტერორისტები იღებენ ფინანსურ დახმარებას,” განაცხადა გუდევმა.

ქართული მხარე აცხადებს, რომ წარმომადგენლობა ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. თბილისი მოითხოვს რუსეთისგან დამადასტურებელ მასალებს, რომ წარმომადგენლობა მართლაც არაკანონიერ საქმიანობას ეწევა, რათა მოხდეს მისი ფუნქციონირების შეჩერება.

Back to top button