
ახალი ამბები
რამსფელდი ალ-ქაიდას წევრების საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებას უარყოფს
(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მე არ გამაჩნია არავითარი ინფორმაცია, რომელიც ამ ცნობას დაადასტურებდა”, განაცხადა გუშინ, 22 ოქტომბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული 15 პირის საქართველოდან აშშ-ში ექტრადირების შესახებ ცნობაზე კომენტირებისას. “თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ”, დასძინა რამსფელდმა. 22 ოქტომბერს “ვოშინგტონ პოსტმა” პრეზიდენტის პრესმდივანზე კახა იმნაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან დაკავშირებული 15 პირი აშშ-ის გადასცა.