ახალი ამბები

არასამთავრობოების პროტესტის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო უკან იხევს

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ფინანსთა მინისტრმა 11 ოქტომბერს ახალი დადგენილება გამოსცა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დონორებიდან მიღებული გრანტების გაკონტროლების შესახებ ადრე გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შეაქვს.

ახალი დადგენილების თანახმად, სპეციალური სამონიტორინგო ჯგუფი ჰუმანიტარული დახმარებისა და გრანტების სტატუსით იმპორტირებული საქონლის დოკუმენტაციას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში არსებულ დოკუმენტაციას შეადარებს.

ადრე გამოცემული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას ითვალისწინებდა, რათა დადგენილიყო, თუ რამდენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა მათ მიერ მიღებული გრანტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად პასუხისმგებელნი არიან მიღებული გრანტების ყურადღებით აღრიცხვაზე და მათგან გადახდილი გადასახადების შესახებ სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. თუმცა, მათი თქმით, გრანტების ხარჯვა მხოლოდ დონორსა და მიმღებს (არასამთავორო ორგანიზაცია) შორის არსებულ საკონტრაქტო შეთანხმებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა პირველი დადგენილება შეეცვალა.

Back to top button