ახალი ამბები

ქართველი და სომეხი დეპუტატები საერთაშორისო ფორუმებში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და სომხეთის პარლამენტები საერთაშორისო საპარლამენტო სტრუქტურებში ერთმანეთის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ, განაცხადა 14 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არმენ ხაჩატურიანმა.

სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია არმენ ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით 9-12 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

“სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო ფორუმებზე ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს”, არმენ ხაჩატურიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

Back to top button