
ახალი ამბები
რუსეთი პანკისიდან ჩეჩნების შემოტევას კვლავ მოელის
(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვალერი პუტოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ინტეფაქს განუცხადა, 14 სექტემბერს მოსალოდნელია პანკისი მყოფი ჩეჩენი მებრძოლების რუსეთში შეჭრის მცდელობები. “ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ შეტევები მოსალოდნელია არა მარტო საზღვრის ჩეჩნურ მონაკვეთზე, არამედ საქართველო-რუსეთის საზღვრის სხვა ნაწილებთანც”. ივლისის ბოლოს ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფმა შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან, მაგრამ ისინი მთლიანად იქნენ განადგურებული რუსეთის ფედერალური ძალების მიერ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს პანკისში შეფარებულ ჩეჩენ მებრძოლებზე პრევენტიული დატყმების გეგმაზე.