ახალი ამბები

ნადარეიშვილი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის

(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 20 ივნისს პარლამენტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოსნსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით შევიდა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით.

ნადარეიშვილის ინიციატივა ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში “აფხაზეთის” ნაცვლად შეტანილი იქნას ტერმინი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა”.

დღეს პარლამენტს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა, მაგრამ საკითხის განხილვა გადაიდო და ამასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა იქნება მოწვეული ივლისში. ნადარეიშვილის გამოსვლა კი იმის გამო შედგა, რომ არ დარღვეულიყო საპარლამენტო მუშაობის პროცედურა.

პარლამენტის შენობის წინ ასეულობით დევნილმა მოიყარა თავი, რომლებიც აფხაზეთის სტატუსზე მსჯელობას, რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.

Back to top button