ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეღავათების გაუქმების მომხრეა

(თბილისი, 13 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომელიც არსებულ საგადასახადო კოდექსში 65 პუნქტის შეცვლას გულისხმობს.

გოგიაშვილის მიერ წარდგენილი ცვლილებები აქამდე არსებული ყველა საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს, რაც მინისტრის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტს 50 მილიონ ლარს შემატებს.

მრეწველები გოგიაშვილის ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმეგნი არიან და აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, რადგან, მათი თქმით, ეს ცვლილებები, ფაქტიურად მრეწველობის დასამარებას ნიშნავს.

თავიანთ პოზიციას ამ ცვლილებების პროექტის მიმართ ჯერ-ჯერობით ღიად არ აფიქსირებენ ახალი მემარჯვენეები, რომელთა ლიდერებიც ასევე ცნობილი მეწარმეები არიან.

Back to top button