ახალი ამბები

პრეზიდენტმა უნდა აღკვეთოს მისი ნათესავების არალეგალური ბიზნესი, აცხადებენ რეფორმატორები

(თბილისი. 27 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” წევრის კობა დავითაშვილის განაცხადებით, პრეზიდენტმა უნდა მოიძიოს სახსრები ბიუჯეტის შესავსებად და ხელფასების გასაზრდელად, მისი ნათესავების ხარჯზე, რომლებიც სიგარეტისა და საწვავის არალეგალურ ბიზნესით არიან დაკავებულნი.

როგორც რეფორმატორთა გუნდმა ასევე სხვა დეპუტატებმაც არ მოიწონეს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი. მათი განცხადებით წარმოდგენილი ბიუჯეტი ხელს უწყობს კორუფციის განვითარებას.

პარლამენტი 27 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს 2002 წლის ბიუჯეტის გეგმას.

26 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განცხადა, ქვეყანაში არ არსებობს სახსრები რათა ხელფასებისა და პენსიების გაზრდა მოხერხდეს.

Back to top button