skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 24-28 სექტემბერი 2001

24 სექტემბერი, სამშაბათი

პლენარულ სხდომებს დაუბრუნდნენ ოპოზიციონერები იმ პირობით, რომ პარლამენტი გადაწყვეტდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერად აღიარებული 4 მაჟორიტარი დეპუტატის საკითხს და საარჩევნო კოდექსში გაითვალისწინებდა მათ შენიშვნებს.

ოპოზიციის ვნებათაღელვა გამოიწვია დღის წესრიგით გათვალიწინებულმა დადგენილების პროექტმა “საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ”. დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი აცხადებდა, რომ აღნიშნული საკითხი მას მერე გახდა აქტუალური, რაც კონტროლის პალატამ ფინანსთაA სამინისტროს შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინა და მის სპეცსახსრებს ყადაღა დაადო.

1. კანონპროექტი “მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ თეიმურაზ ბერიძემ.

ცხარე კამათი გამოიქვია კობა დავითაშვილსა და გურამ შარაძეს შორის სააღწერო ბლანკში ეროვნული რეკვიზიტის გრაფამ. დავითაშვილი მოითხოვდა ეროვნების მაგივრად ეთნიკური წარმომავლობა დაფიქსირებულიყო ბლანკში.

განიხილეს II მოსმენით.

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე – 0

2. დადგენილების პროექტი “მადონა გოგელიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ”

დაგენილების პროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ.

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 1


26 სექტემბერი, ოთხშაბათი

სხდომის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები ეხებოდა პანკისისა და კოდორის ხეობებში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, რათა მათ გაეფანტათ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ეჭვი, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად დათარეშობენ ჩეჩენი ტერორისტები.
ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი Aთარგამაძემ მოითხოვა პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში და არსებული სიტუაციის განმარტება.

1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

პრეზიდენტის ინიცირებული კანონპროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ.

ცვლილებები ეხებოდა არჩევნებში საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტების და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებას, პარტიათა რეგისტრაციიდან ვიდრე მეორე ტურამდე ძალოვან სტრუქტურებში საკადრო ცვლილებების აკრძალვას. ასევე ამ ცვლილებებით პარლამენტის წევრს სურვილის შემთხვევაში საშუალება ეძლევა, რომ მიიღის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულია მოიხსნას პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება.  

კანონპროექტი განიხილეს დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 0  / I მოსმენა /

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0   / IIO მოსმენა /

მესამე მოსმენის წინ არჩევნების ვადების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით პრეზიდენტს ეთხოვა არჩევნების დღის გადაწევის თაობაზე.

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 0  / III მოსმენა / 

2. კანონპროექტი საქრთველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით იზრდება სააპელაცოი ვადა 1 თვიდან 2 თვემდე

კენჭისყრა არ ჩატარებულა.

3. კანონპროექტი “შესაძლო მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”

კანონრპროექტი წარადგინა ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპერტამენტის თავჯდომარემ ზურაბ გაიპარაშვილმა.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 120
მოწინააღმდეგე – 1

4. კანონპროექტი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოის კანონში დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “შესაძლო მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტიდან/

კენჭი ეყარა გამართივებული წესით.

მომხრე – 106
მოწინააღმდეგე – 1

5. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ელექტორენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)” რატიფიცირება.

ხელშეკრულების პროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ სოსელიამ.

ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა.

მომხრე – 96
მოწინააღმდეგე – 10

ცხადი გახდა, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია ვერ მოხდებოდა და აღნიშნული საკითხი კიდევ გადაიდო.


27 სექტემბერი, ხუთშაბათი

27 სექტემბრის პლენარული სხომა მთლიანად მიეძღვნა აფხაზეთის პრობლემატიკას და ქვეყანაში შექმნილ ვითარების განხილვას.

დეპუტატები დაჟინებით მოითხოვდნენ ძალოვანი მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრის და საგანგებო საქმეთა მინისტრის მისვლას. ისინი გულისწყრომის აღნიშნავდნენ, რომ მინისტრებს პარლამენტი მხოლოდ დანიშვნიდან დანიშვნამდე ახსენდებათ.

ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი თავის სასარგებლოდ. რუსეთი საქართველოსგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას ითხოვს. საქართველომ ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ უნდა მოითხოვოს რუსეთისგან აფხაზეთის სეპარატისტული ბანდ-ფორმირებების დასჯა. ბათიაშვილის თქმით, ჩეჩნეთი ისეთივე პრობლემაა რუსეთისთვის, როგორიც აფხაზეთია საქართველოსთვის.

დეპუტატებმა ასევე დააყენეს საკონსტიტუციო ვაკუუმის შევსების საკითხი და კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოითხოვეს.

აფხაზეთის მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ კომისიას მზად აქვს სქელტანიანი დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც ხუთი წლის მანძილზე იქმნებოდა. აღნიშნული დოკუმენტი ოქტომბრის თვის ბოლო სასესიო კვირას განიხილება.

პარლამენტმა განიხილა განცხადებათა რამოდენიმე პროექტი:

გენო კალანდიამ წარმოადგინა აფხაზეთში დაგეგმილი 24 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ არაერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება 2/3-ით შემცირტებული აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ. პარლამენტი დარწმუნებულია, რომ სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების 24 ნოემბრის ე.წ “სახალხო კრების” არჩევნებიც ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.

გუბაზ სანიკიძემ წარმოადგინა ტრადიციონალისტების განცხადების პროექტი, სადაც ძირითადი 5 პრინციპი იყო ხაზგასმული:

1. საქართველო პრინციპულად უჭერს მხარს ა.შ.შ.-ს;
2. საქართველო თანახმაა აშშ-ს დაუთმოს სამხედრო ბაზები და აეროპორტები;
3. პარლამენტი კატეგორიულად არ დაუშვებს კავკასიაში სტრატეგიული ბალანსის დარღვევას;
4. ნატო-მ ჩაატაროს ინსპექცია იმ ეჭვის გასაფანტად, რომ საქართველო მხარს უჭერს ტერორისტებს;
5. პარლამენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო პრობლემებს მოაგვარებს დემოკრატიული საშუალებებით.

დიმიტრი  ჯაიანმა, გოჩა ჯოჯუამ და დავით გვაძაბიამ ასევე წარმოადგინეს თავიანთი განცხადებები, რომელთა საფუძველზეც პარლამენტმა მიიღო განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

ძალოვანი მინისტრების პარლამენტში მოსვლის შემდეგ სხდომა დახურულ კარს მიღმა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.


28 სექტემბერი, პარასკევი

1. დადგენილების პროექტი “როლანდ გილიგაშვილის საქართველოს იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

როლანდ გილიგაშვილის კანდიდატურა, საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად განხილვის გარეშე დაამცკიცეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 1

2. საქართველოის ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძესთან ერთად კანონპროექტის ავტორმა ზურაბ ადეიშვილმა.

კანონპროექტით განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები; არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით ცსკო-ს დაუკომპლექტების შემთხვევაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების წესები; ძირითადი და დამატებითი სიების შედგენის წესები; საარჩევნო ოლქების ერთმანდატიან სექტორებად დაყოფის მექანიზმები  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
სიციალისტმა ირაკლი მინდელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები ცსკ-ოს ბიუჯეტს 2 მილიონი ლარით ზრდის, რაც ისედაც ჩიხში შესული არჩევნების ბედს სულ უფრო ბუნდოვანს ხდის.
კენჭი ეყარა I მოსმენით. პირველ ცდაზე ჩავარდნის შემდეგ მეორე ცდაზე კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვა.
მომხრე – 109
მოწინააღმდეგე – 8  / I ცდა/

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 1  /II ცდა/

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის არჩევის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ პარლამენტს წარუდგინა ცსკ-ოს წევრობის 14 კანდიდატი, მაგრამ პარლამენტის წევრთა 2/3 ქვორუმის არ ქონის გამო კანდიდატურების განხილვა გადაიდო.

4. კანონპროექტი “დასაქმების შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 3

5. კანონპროექტი “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “დასაქმების შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 107
მოწინააღმდეგე – 1
  
6. კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” /გამომდინარე “დასაქმების შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 101
მოწინააღმდეგე – 2

7. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “დასაქმების შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 97
მოწინააღმდეგე – 2

8. კანონპროექტი “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 1
  
9. კანონპროექტი “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 7

10. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაცის შორის “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების კრედიტი)” რატიფიცირება.

აღნიშნული კრედიტის წინააღმდეგ გამოვიდა დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ოპოზიციამ დაუჭირა მხარი.

სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად საკითხის განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

მომხრე – 113
მოწინააღმდეგე – 3
  

მსგავსი/Related

Back to top button