ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო მოიპოვა

24 წლის ლაშა ბექაურმა წარმატებით დაიცვა ოლიმპიური ტიტული მას შემდეგ, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონით კატეგორიაში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა, რითიც ქვეყანას პარიზიდან პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაური ახლა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც მოიპოვა.

საქართველოს ახლა ორი ოლიმპიური მედალი აქვს. 30 ივლისს ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა საქართველოსთვის პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1 აგვისტოს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ილია სულამანიძე იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ 28 სპორტსმენი გაგზავნა, მათ შორის შვიდი ქალი. 10 ქართველი სპორტსმენი, მათ შორის 3 ქალი, ძიუდოში ასპარეზობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version