საქართველომ პარიზში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა

24 წლის ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს პირველი მედალია პარიზის ოლიმპიადაზე. გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან (30) წაგების შემდეგ მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილს ძიუდოის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი, მათ შორის სამი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. იგი ასევე არის ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის სამგზის ოქროს მედალოსანი.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ 28 სპორტსმენი გაგზავნა, მათ შორის შვიდი ქალი. 10 ქართველი სპორტსმენი, მათ შორის 3 ქალი, ძიუდოში ასპარეზობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version