ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში დაძაბულობით შეშფოთებულია

ევროპის საბჭოს ადგილობრივo და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა საქართველოში „დაძაბულობისა და მზარდი პოლარიზაციის გამო… რაც მოყვა კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს“.

განცხადებაში საუბარია „დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებზე“ და ის ყველა პოლიტიკურ ძალას „ღია და ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგში“ ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ისეთი გარემო შეიქმნას, სადაც ყველა მოქალაქე „საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ, თავისუფალ და თანაბარ მონაწილეობას მიიღებს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგის კომიტეტი ამ საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე. განცხადებაში ასევე საუბარია ვენეციის კომისიის კრიტიკულ მოსაზრებებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version