პარლამენტის თავმჯდომარემ „ოფშორების“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ხელი მოაწერა და აამოქმედა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცოტა ხნის წინ შეტანილი სადავო ცვლილება, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს. მის ქმედებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონპროქტისთვის ვეტოს დადება, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო, რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საკუთარი აქტივების ოფშორიდან საქართველოში გადმოტანას გადაწყვეტენ.

კანონმა, რომელიც პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გარშემო არსებული წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, საქართველოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კანონის ოპონენტები შიშობენ, რომ ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას შესაძლო დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version