საქართველოში ბრიტანეთის ახალი ელჩი დაინიშნა

გარეთ უორდი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩად დაინიშნა, რომელიც ამ პოსტზე მარკ კლეიტონს შეცვლის. გარეთ უორდი თავისი მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება.

გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში 1996 წლიდან მუშაობს. 2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისამდე მას ვიეტნამში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.  

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში უორდს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში,  აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატის დირექტორის მოადგილისა და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა. 2010 -2013 წლებში იგი დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული იყო სანკტ-პეტერბურგში. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობა მან 1998 წლიდან დაიწყო, როდესაც ბრიტანეთის საელჩოში მოსკოვში მეორე პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version