2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,563.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1,763.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით, 4,799.8 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,036 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 20 მაისს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version