2024 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.34 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 26.2%-ით გაიზარდა და 338.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.1%-ით, 1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 233 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 190 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი 96 მლნ აშშ დოლარით, აზერბაიჯანი 93 მლნ აშშ დოლარით და აშშ 75 მლნ აშშ დოლარით.  

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 46 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 42 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 41 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი – 36 მლნ აშშ დოლარი, და ყაზახეთი – 36 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 203 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 148 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი  – 76 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 73 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 53 მლნ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 112  მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 19 მლნ აშშ დოლარით და ყურძნის ნატურალური ღვინოები – 18 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 80 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 67 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version