თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლო დარბაზში ხელბორკილი დაადეს.
სასამართლომ მის ძმას, კახა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დასდო ბრალი და 2500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ბექა და კახა გრიგორიადისები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების წინააღმდეგ 5 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ბექა გრიგორიადისი ადმინისატრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მისი ძმა კი 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/10/2023 – პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
- 27/06/2023 – ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში რჩება
- 21/06/2023 – ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად თვალი და პირი ამოიკერა
- 03/06/2023 – სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა 2 000 ლარით დააჯარიმა
This post is also available in: English