საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.0% -ით განისაზღვრა.
ასევე წაიკითხეთ: