კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია დააკავა, როდესაც იგი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად ასფალტზე საღებავით წარწერის გაკეთებას აპირებდა. ნარმანია ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციას აპროტესტებდა და მის გადადგომას ითხოვდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებას ოჯახის წევრებთან ერთად შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად სკანდალი მოყვა. ინციდენტს ღარიბაშვილის იმპიჩმენტის გეგმების შესახებ ოპოზიციის განცხადება მოყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)