საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.9%-ით გაიზარდა და  8 360.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 18.5%-ით გაიზარდა და 2 500.3 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა და 5 859.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 359.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ივნისს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version