ბადრი ესებუას იარაღის საქმეზე 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 5 აპრილს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2020 წლის ოქტომბერში ქალაქ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდამსხმაში ბრალდებულს, ბადრი ესებუას, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი და უსაფრთხოების დერეფანი მოითხოვა. სასამართლომ იგი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (236) მუხლით წარდგენილ ბრალში ცნო დამნაშავედ.

რაც შეეხება ესებუასთვის იძულების (150), ტერორისტული აქტის (323) და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების (329) მუხლებით წარდგენილ ბრალს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ მათზე არსებითი განხილვები გაგრძელდება.

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმიდან თითქმის 2.5 წლის შემდეგ, 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, სამეგრელოში დააკავეს. მაშინ, შსს-ში განმარტეს, რომ ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. ესებუასთვის წარდგენილი ბრალდებები ჯამში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version