კომუნიკაციების კომისია ოპოზიციურ არხს გაფრთხილებას აძლევს იმ დეპუტატების “ნეგატიურად ჩვენებისათვის,” ვინც აგენტების კანონს ხმა მისცა

25 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილობითი გაფრთხილება მისცა ოპოზიციურად განწობილ მთავარ არხს ივლისში ეთერში გაშვებული იმ ვიდეორგოლების გამო, რომელიც ნეგატიურად წარმოაჩენს იმ პარლამენტარებს, ვინც აგენტების კანონს მისცა ხმა.

“აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს,” თქვა კომისიამ.

კომისიისვე ცნობით, “ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.”

კომისია ამბობს, რომ მთავარმა არხმა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა რეკლამის განთავსებით წესები დაარღვია.

“გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა,” ამბობს კომისია.

მთავარი არხი ეთერში რეგულარულად უშვებს ვიდეორგოლებს, რომელშიც ანბანის მიხედვით ჩამოთვლის პარლამენტის იმ წევრებს, ვინც სადავო უცხოური აგენტების კანონს მისცეს ხმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version