ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 28 თებერვალს განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე ამოქმედებული იყო ევროკავშირის მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version