ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური ჯილდო მიიღო

საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და მისმა გუნდმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო მიიღო. ლომჯარია მთელი მსოფლიოდან იმ ათ დაჯილოებულს შორისაა, რომელთაც „გამოავლინეს ლიდერობა და გამბედაობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ხელშეწყობისა და დაცვის დროს; დაუპირისპირდნენ და გამოავლინეს მთავრობისა და ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები და ერთიანი ძალისხმევა მიმართეს გარემოს დაცვის, მმართველობის გაუმჯობესების, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და დაუსჯელობის დასრულებისკენ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, სახალხო დამცველის ოფისი მიიჩნეოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. თანამდებობაზე ყოფნის დროს, ლომჯარია და მისი გუნდი „ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასათვის, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. მათ სრულად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა“.

ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას 2017 წლიდან 2022 წლის ბოლომდე იკავებდა. იგი ხშირად ხდებოდა მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის სამიზნე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობდა, პარტიული მიკერძოებისა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობისთვის ზედმეტი ყურადღების გამახვილების გამო. მმართველი პარტია იმის გამოც ადანაშაულებდა ლომჯარიას, რომ „ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version