ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

2022 წლის პირველი 11 თვეში ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version