საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 26 იანვარს გამართულ აუქციონზე 35 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 89 500 000 ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050%, საშუალო შეწონილი 8.112 %, მაქსიმალური კი 8.120% იყო.
ასევე წაიკითხეთ: