ფოტოამბავი: ისტორიკოსებმა და აქტივისტებმა პატივი მიაგეს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას
ინგოროყვას 22, სადაც წარსულში საბჭოთა საიდუმლო პოლიცია იყო განთავსებული, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თაოსნობით, 30 ივლისს, ე.წ. „ჩეკას“ ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1937 წელს, ზუსტად ამ დღეს, არასასამართლო ორგანო – ე.წ „ტროიკა“ შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საბჭოთა რეპრესიებს ასობით-ათასი მოქალაქის, მათ შორის, ათასობით ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.