უბნების 100% დათვლილია: ოცნებამ მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქი პირველივე ტურში მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა უბანი დათვლილია და 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატებმა მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში გამარჯვება პირველი ტურში მოიპოვეს.

ცესკო-ს მონაცემებით, მერების რიგგარეშე არჩევნებში პირველ ორ ლიდერ კანდიდატებს შორის პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნებში პირველმა ორმა ლიდერმა კანდიდატებმა კი, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადაინაწილეს:

რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს, აქ ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ ამომრჩევლების ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36.83%. ეს იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება, რომელიც არაუგვიანეს 13 ივნისისა უნდა ჩატარდეს. ცესკო-ში არჩევნების ზუსტ თარიღს მოგვიანებით დაასახელებენ.

19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 14 ოლქში ჩატარდა და 402 019 ამომრჩევლისთვის ჯამში 410 უბანი გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობა შესაბამის უბნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 43.1%-მა (173 361 ამომრჩეველი) მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version