ფარული ჩანაწერები ოფიციალურ პირებს საქმეზე მორიგებაში ამხელს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 14 ოქტომბერს ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისა და მმართველი პარტიის დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს თანამშრომლის დავით ცუხიშვლის საუბარს ასახავს.

ვინ არის მირზა სუბელიანი?

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივით, 9 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რასაც საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

სუბელიანის შვილი და მისი ნათესავი მიხეილ კალანდია, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბში მონაწილეობდა, ისევე როგორც მისი ნათესავი, მიხეილ კალანდია, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა. ერთ-ერთი მოკლულის მამა, მუდმივად ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ სუბელიანი, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, დანაშაულის კვალის დამალვაში მონაწილეობდა.

როდის გაკეთდა ჩანაწერი?

ანონიმური წყაროებიდან მიღებული აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისშია გაკეთებული, რადგანაც თანამოსაუბრეები „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობენ და კომპანიის დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილსაც ახსენებენ.

რატომ არის ჩანაწერი მნიშვნელოვანი?

რატომ ლაპარაკობდა სუბელიანი?

სუბელიანი დეპუტატ ჯაფარიძესთან, მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას შორის შუამავლის როლის შესრულებას სთხოვდა. როგორც ჩანს, სუბელიანი მის საქმეზე სასამართლო პროცესის გადადებით და ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებებით, რომლებიც მას მხარს ან არ უჭერდნენ ან მის ჩვენებებს ეწინააღმდეგებოდნენ, უკმაყოფილო იყო.

სუბელიანი განსაკუთრებით საქმის პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა გააბრაზა, რომელმაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის 23 ივლისს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის სუბელიანს ორი ახალგაზრდის მკვლელობიდან მალევე შეხვდა. მასზე ერთი დღით ადრე მიცემულ ჩვენებაში კი, სუბელიანმა ასეთი შეხვედრა საერთოდ უარყო.

რის მიღწევას ცდილობდა სუბელიანი?

აუდიოჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ შეუძლია ოფიციალური პირები დააშანტაჟოს, თუმცა ამის გაკეთებისგან თავს იკავებს, ვინაიდან „ამის მკადრებელი არ ვარ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას უკანონო გარიგებების შესახებ „ტერა ბაიტებით“ მტკიცებულებები გააჩნია, რისი გამოქვეყნებაც შეუძლია. მან დეპუტატ ჯაფარიძეს მისი უკმაყოფილებისა და სასამართლო პროცესის დაჩქარების თხოვნის გიორგი გახარიასთვის გადაცემა სთხოვა.

ოცნების დეპუტატი სუბელიანთან საუბარს ადასტურებს

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან საუბარი დაადასტურა და განმარტა, რომ ის პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც პარლამენტის წევრი სტუმრობდა. „მე მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად, ამიტომაც არაფერი რეაგირება არ გამიკეთებია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ოფიციალური პასუხის მოლოდინში

ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ. პროკურატურამ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საუბრის უკანონო ჩაწერის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. თუმცა, განცხადებაში ბრალდებების არსზე საუბარი არ არის.

სუბელიანის ჩანაწერს წინ, „რუსთავი 2“-ის მიერ რამდენიმე ფარული ჩანაწერის გავრცელება უძღოდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისა და რამდენიმე პირის, მათ შორის სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბრებია ასახული. ჩანაწერებში კორუფციაზე, ოფიციალური პირებისთვის თანხის უკანონო გადახდაზე და ქართული ოცნების დაფინანსების ფარულ სქემაზეა საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version