პრემიერ-მინისტრმა ახალი ვიცე-პრემიერები და მრჩევლები დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ბახტაძის ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერების თანამდებობებს დაიკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ორი წევრი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ.

სუბარი, რომლის სამინისტროც ბახტაძის სტრუქტური რეფორმის შედეგად გაუქმდა, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება, ხოლო ჩხენკელი, რომელიც ახალ მთავრობაში მიხეილ ბატიაშვილმა ჩაანაცვლა, განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version