სამცხე–ჯავახეთსა და და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ

სამცხე–ჯავახეთსა და და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 10 ივლისს.

სამცხე–ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გახდა ივანე წიკლაური, გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ახალ თანამდებობაზე ლაშა ჭკადუა შეცვალა. ეს უკანასკნელი დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ განაგრძობს მუშაობას.

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად მისი ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე სულხან სიბაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი ტატიშვილი შეცვალა. გასული წლის სექტემბერში გუბერნატორად დანიშვნამდე, ტატიშვილი პარლამენტის წევრი იყო გორის მაჟორიტარული ოლქიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version