
ახალი ამბები
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს სტუმრობს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი სამდღიანი ვიზიტით თბილისს სტუმრობს.
დაგეგმილია მისი შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან, ვიცე–პრემიერთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.
კარლ ლამერსი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარში სახელწოდებით "კავკასია გლობალურ ჭრილში: საქართველოს პერსპექტივები და საერთაშორისო ფსონები“, რომელიც თბილისში 23–25 მარტს გაიმართება.