კვირას დილით, 8 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს „ცეცხლი გაუხსნეს რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან,“ – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
„სროლა განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან. ისროდნენ როგორც ნაღმტყორცნებიდან, ასევე ავტომატური იარაღიდან,“ – აცხადებს შსს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)