ახალი ამბები

ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა – ადვოკატი

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა ლონდონში, განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა და ადვოკატმა 13 თებერვალს.


გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. პატარკაციშვილის პოლიტიკურმა მოკავშირემ ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარდაცვალები მიზეზი ”თითქოს გულია”, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბიზნესმენი არ ავადმყოფობდა და ”კარგად იყო”.

Back to top button